saqarTvelos mRvimeebi - kruberis mRvime
სინონიმი: ვორონია-კრუბერის გამოქვაბული.
კარსტული მღვიმე, ბერჭილის ქედზე, ორთაბალაგანის აღმოსავლეთ ხეობის ზემო ნაწილში შესასვლელი ზღვის დონიდან 2320 მ. მდებარეობს. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე წარმოადგენს სუბვერტიკალური ტიპის სოიღრუეს.
მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. ჰავა სტატიური. არის ასევე წყლოის ნაკადები და პატარა ტბები. კრუბერის უფსკრულის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა.
მღვიმეში ბინადრობენ მრავალფეხა ჭიები, ხოჭოები და სხვ.
დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან იგი ყველაზე ღრმაა (სიღრმე - 2190 მ). სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად.